ფოთის “კოლხეთი” უმძიმეს კრიზისში იმყოფება
ფოთის “კოლხეთის” ერთადერთი გვერდი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გუნდს უმძიმესი ფინანსური სიტუაცია აქვს.
“სამწუხაროდ, საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913” დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რადგან გასულ სეზონში, რბილად რომ ვთქვათ, გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო, მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება. უპირველეს ყოვლის, უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის, კრისტიან კაბორეს დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწად ნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება, რაც ბუნებრივია გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველმიზეზ გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება. ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება, რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ,
ისევე როგორც გასულ სეზონში, 6 ქულით დააჯარიმებენ, რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია. დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით
უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი მოახერხებს ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან, რასაც იმედია ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს”, – აღნიშნულია “კოლხეთის” გულშემატკივრების განცხადებაში.
11 ივნისს ფოთის “კოლხეთი” დირექტორმა ნიკო ჯაშმა დატოვა და მის ადგილს მთავარი მწვრთნელი, სოსო ფილია შეითავსებს. ფილიას ხელში ფოთელებმა ცხრილში სიტუაცია გაიუმჯობესეს და 16 ქულით მე-8 პოზიციაზე არიან.