ფოთის “კოლხეთს” იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.
აქტიური ფეხბურთელობისას იგი მეკარე იყო და მშობლიური “პიაჩენცას”, “მოდენას”, “რიმინისა” და “სიენას” გუნდებში უთამაშია. ასევე დაუცავს სამხრეთ აფრიკული ,,კაიზერ ჩიფსის”, კანადური ,,ვანკუვერ უაიტკეპსის” და აშშ-ს გუნდების ჩიკაგოს ,,სტინგის” და ნიუ-იორკის ,,კოსმოსის” ღირსება.
მწვრთნელობისას იგი 1998-2000 წლებში იგი სათავეში ედგა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს. ასევე, ხელმძღვანელობდა ანალოგიური ასაკის ლიტვისა და კატარის ნაკრებ გუნდებს. საკლუბო დონეზე უმუშავია უნგრეთში რუმინეთში, შოტლანდიასა და ბელგიაში. 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდის მეკარეებს ამზადებდა. 2011 წელს ლიბერიული ფეხბურთის ლეგენდის, ჟორჟ ვეას რეკომდაციით დაინიშნა ამავე ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად სადაც 2 წელი იმუშავა. 2014-2015 წლებში ლანდი ფიფას სამწვრთნელო პროგრამის კონსულტანტად მუშაობდა.
გუნდის ხელმძღვანელობის მიერ ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი რომლის თარიღიც სავარაუდოდ ხვალ დაზუსტდება.