ფოტოები: 20-წლამდელების ღია ვარჯიში

თარიღი: აპრილი 17, 2015

წუხელ, შეკრებაზე მყოფნა საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა შევარდენზე ღია ვარჯიში გამართა. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფისთვის მზადების ფარგლებში რიგით მეოთხე შეკრებაზე იმყოფებიან. ვარჯიშამდე მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს:

ვარჯიშის ფოტოები >>>

ილია მაისურაძე (20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ მეტოქე ურუგვაიზე საკმაო ინფორმაცია გვაქვს. ამ გუნდის თამაში შარშანდელ “ალაფაზე” ვნახეთ და მაშინ მათ პირველი თამაში იაპონიას მოუგეს. გემახსოვრებათ, იაპონიამ საბოლოოდ “ალაფა” მოიგო და 12-გუნდა ელიტაში ავიდა. სამხრეთელებს შერკინებაც კარგი ჰყავთ და მათ ზურგს სწრაფი ხაზი უმაგრებს, დაცვაშიც აგრესიულები არიან. მოკლედ, მაგარი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ.

ფიჯი შარშან ელიტაში თამაშობდა, იქ ბოლო ადგილზე გავიდა და “ალაფაზე” დაქვეითდა. მათ კარგი შეხვედრები ჩაატარეს, ძლიერები არიან ღია თამაშში და სწრაფი ბიჭები ჰყავთ. მაგრამ ორგანიზებაში პრობლემები აქვთ და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ფიჯის ბურთს თუ არ მივცემთ ყველაფერი კარგად იქნება.

ამ ეტაპზე დაცვა-შეტევაზე ვმუშაობთ. ვხვეწთ ფეხით დარტყმებს და ჩახურვას. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ისეთი შეკრება გვაქვს, რომლებზეც გუნდის დალაგება შეგვეძლება. მოთამაშეთა მესამედი საფრანგეთში თამაშობს, ნაწილი ქუთაისში, სადაც რამდენჯერმე ჩავედით და პროგრამები დავუტოვეთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემპიონატის თამაშების პარალელურად ხდებოდა და კლუბს ხელს ვერ შეუშლიდით. სწორედ კლუბებისადმის ხელის არშეშლა იყო იმის მიზეზი, რომ სულ რაღაც სამდღიანი შეკრებები გვქონდა. მაგრამ ახლა ყველა ჩვენთანაა და საფრანგეთიდან ჩამოსული ბიჭები ჩვენს შერკინებას მაგრად გააძლიერებენ. ბექა კაკაბაძე “კლერმონის” ესპუარებში თამაშობს და მომავალ თამაშში კლუბს დაეხმარება. ზაზა ხარებავა ჯერჯერობით ტრავმირებულია. ვფიქრობ, “ალაფაზე” კოზირი შერკინება და დერეფანი იქნება”.

ბადრი ალხაზაშვილი (მორაგბე): “საკმაოდ კარგად ვემზადებით. სამწუხაროდ, მაღალი დონის გუნდებთან ბევრი ამხანაგური თამაშის ჩატარება ვერ მოვახერხეთ. ამ შეკრებაზე ვეცდებით, რომ დავიხვეწოთ და შევიკრათ, რადგან გუნდში მრავლად არიან საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები და ქუთაისელი ბიჭები და მათთან ხანგრძლივად ყოფნის საშუალება აქამდე არ მოგვცემია. კარგია, “კლერმონი” რომ გვეწვია. მათთან თამაშში ვეცდებით, რომ დავლაგდეთ და ტაქტიკური მონახაზები დავხვეწოთ. “კლერმონის” გარდა კიდევ ერთი თამაში იგეგმება. ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით ნაკრები უნდა გაკეთდეს და მათთან რუსთავში ვითამაშებთ. დროთა განმავლობაში ქართული რაგბი და ვარჯიშები იხვეწება. 20-წლამდელთა ამჟამინდელ ნაკრებს მოგებული აქვს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. ბიჭები სამი წელია ერთად მოვდივართ, შეთამაშების პრობლემა არ უნდა გვქონდეს და ვფიქრობ, პორტუგალიაშიც კარგ თამაშს ვაჩვენებთ”.

თორნიკე ბუბუტეიშვილი (მორაგბე): “ალაფაზე” საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. ურუგვაის დალაგებული გუნდი ჰყავს, ფიჯი მსოფლიო თასიდან წელს ჩამოვარდა, პორტუგალიას ფინალი ორჯერ მოვუგეთ, მაგრამ ახლა რევანშის წყურვილი ექნებათ, თანაც საკუთარ ქვეყანაში თამაშობენ და იოლად არაფერს დათმობენ. ფიჯის ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და შეკრული დაცვა უნდა ვეთამაშოთ, რადგან თუ მათ ავყევით, კარგი არაფერი მოხდება. 18-წლამდელების წარმატება ჩვენთვის დიდი სტიმულია და ვეცდებით, რომ ფინალში გავიდეთ და ის თამაშიც მოვიგოთ”.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ჩვეულებრივი ლაწირაკი ბავშვები” – ზაზა ნადირაძე ივანიშვილის ხატით აქციაზ

რამდენიმე დღეა, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსი ტანმოვარჯიშე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი გახდა (ფოტო)

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. მან გასულ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი – ზვერევის დაპირისპირებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ESPN-ის მიერ დადასტურებული ცნობის თანახმად, მექსიკაში ჩატარებულ ფედერერისა და ზვერევის დაპირისპირებას საჩოგბურთო მატჩისთვის რეკორდული ოდენობის [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰაკუჰოს ჟესტი ტამავაშისთან შეხვედრაში (ვიდეო)

17 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ლეგენდარული ჰაკუჰო ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა
სხვადასხვა

მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

UFC-ის მებრძოლი მოსკოვში ოქტაგონზე ქართული მელოდიის თანხლებით გამოვიდა (ვიდეო)

10 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში UFC Fight Night 163 გაიმართა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება რუსეთის სახელით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ხაბიბის ბიძაშვილს UFC-ში წარუმატებელი დებიუტის შემდეგ დასცინა (ფოტო)

კონორ მაკგრეგორმა სოციალური ქსელის საშუალებით ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად მან Twitter-ში რამდენიმე თვითი ხაბიბ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ალისა შმიდტი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი (ფოტო)

ალისა შმიდტი ამერიკელი საშუალო დისტანციაზე მორბენალია, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 და 2012 წლის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა