ფრანჩეკო ტოტი – რომისთვის!

თარიღი: სექტემბერი 25, 2017

ამერიკული გამოცემის, The Players Tribune-ის ვებ-გვერდზე “რომას” ლეგენდარული კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის წერილი გამოქვეყნდა. ტოტიმ ბავშვობის წლები გაიხსენა და გულშემატკივრებს ბევრი საინტერესო ამბავი გაუმხილა.


“27 წლის წინ, რომში, ჩვენი სახლის კარებზე დააკაკუნეს. დედაჩემმა, ფიორელამ კარი გააღო. ამ მომენტს ჩემი კარიერის შეცვლა შეეძლო.

ჩვენთან შავ-წითელ ფერებში გამოწყობილი რამდენიმე მამაკაცი მოვიდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი “მილანის” დირექტორები იყვნენ. მათ ნებისმიერ ფასად ჩემი “როსონერიში” წაყვანა სურდათ. თქვენი აზრით, რა უთხრა დედაჩემმა მათ?

* * *

რომში ბავშვს ორი გზა აქვს – ან წითელი უნდა იყოს ან ლურჯი (“რომა” ან “ლაციო”). ჩვენს ოჯახში მხოლოდ ერთი არჩევანი გვქონდა.

სამწუხაროდ, ბაბუაჩემის კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე, რადგან ის მაშინ გარდაიცვალა, როცა პატარა ბიჭი ვიყავი. თუმცა, მან დიდი საჩუქარი დამიტოვა. ის “რომას” ფანი იყო, მისი ტრადიცია მამაჩემმა გააგრძელა, რომელმაც ეს ყველაფერი მე და ჩემ ძმას გადმოგვცა. “რომა” საფეხბურთო კლუბზე მეტი იყო – ის ჩვენი ოჯახის, სისხლისა და სულის ნაწილი გახლდათ.

80-იან წლებში ფეხბურთს ტელევიზორში ხშირად არ აჩვენებდნენ, ამიტომ სახლიდან მატჩებს ვერ ვუყურებდი. როცა შვიდი წლის ვიყავი, მამამ სახლში ბილეთები მოიტანა – ჩვენ “სტადიო ოლიმპიკოზე” უნდა წავსულიყავით. ახლაც მახსოვს, რა გრძნობა დამეუფლა იმ მომენტში. მე “რომას” ფანებთან ერთად ტრიბუნაზე ვიყავი. “ბელისიმო” – ეს ერთადერთი სიტყვაა, რითაც შემიძლია აღვწერო, რა ხდებოდა მაშინ სტადიონზე.

ალბათ, ჩვენი ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ვცხოვრობდი, ვერავის ნახავთ ისეთს, ვისაც მე ქუჩაში ბურთის გარეშე ვუნახივარ. ქუჩაში, ტაძრებში, ხეივნებზე, ყველგან – მე ბურთი თან მქონდა.

თავიდანვე მქონდა იმის ამბიცია, რომ წარმატებული კარიერა მქონოდა. თამაში ქალაქის ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში დავიწყე. საძინებლის კედელზე “რომას” კაპიტნის, ჯუზეპე ჯანინის პოსტერები მქონდა გაკრული. ის ჩვენი სიმბოლო იყო.

როცა 13 წლის ვიყავი, კარებზე დააკაკუნეს. “მილანის” წარმომადგენლების სურვილი იყო, რომ მე მათთან წავსულიყავი. რა არჩევანი უნდა გამეკეთებინა? რა თქმა უნდა, მაშინ გადაწყვეტილებებს დედაჩემი იღებდა. ის მაშინაც ბოსი იყო და ახლაც ასეა. ყველა იტალიელი დედის მსგავსად, მას შვილთან განშორება არ სურდა, რადგან ეშინოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.

“არა, არა”, – დედაჩემმა “მილანის” დირექტორებს მხოლოდ ეს უთხრა.

ასე ჩაშალა ჩემი პირველი ტრანსფერი…

უქმეებზე, მამას “რომას” მატჩებზე დავყავდით, სხვა დღეებში კი მას დიდი შრომა უწევდა იმისათვის, რომ ოჯახი ერჩინა. ცხადია, ჩემი “მილანში” გადასვლით ბევრ ფულს მივიღებდით, მაგრამ დედამ მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენი სახლია.

რამდენიმე კვირის შემდეგ, “რომას” სკაუტები ჩემს თამაშებს დაესწრნენ, რის შემდეგაც კლუბმა წინადადებით მოგვმართა. მე “ჯალოროსის” რიგებში უნდა ჩავრიცხულიყავი.

დედაჩემი კარიერის განმავლობაში მრავალჯერ დამეხმარა. ის ყოველთვის მიცავდა და ახლაც ასეა. სწორედ დედაჩემია ის ადამიანი, რომელსაც ვარჯიშებზე მივყავდი. ის მოედნის გარეთ მელოდებოდა ორი, სამი, ზოგჯერ კი ოთხი საათის განმავლობაშიც კი. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, წვიმდა თუ ციოდა – ის მაინც მელოდებოდა.

მატჩის დაწყებამდე არც კი ვიცოდი, რომ “რომაში” ჩემი დებიუტი შედგებოდა, თანაც “სტადიო ოლიმპიკოზე”. ავტობუსში ვიჯექი, რომელიც ბაზიდან სტადიონისაკენ მიემართებოდა. “რომას” ფანები ყველასაგან განსხვავებულები არიან. როცა ამ კლუბის მაისურს ატარებ, შენგან ყოველთვის ბევრს ელიან. უნდა დაამტკიცო, რომ “ჯალოროსის” მაისურის ტარების ღირსი ხარ, შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. როცა სადებიუტო მატჩში, მინდორზე ფეხი შევდგი, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. 25 წლის განმავლობაში, ყოველთვის ვამაყობდი.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვი. 12 წლის წინ იყო მომენტი, როცა კლუბის დატოვებაზე და მადრიდის “რეალში” გადასვლაზე ვფიქრობდი. “რეალი” ძალიან წარმატებული და ალბათ, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო გუნდიც კი იყო. წარმოუდგენელია, მათ წინადადებით მოგმართონ და არ დაფიქრდე. “რომას” პრეზიდენტსაც ვესაუბრე. ოჯახში კი კვლავაც შემახსენეს, რომ ცხოვრებაში მთავარი სახლია. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი კლუბის წარმატებაში წვლილი შემეტანა.

სახლი უმნიშვნელოვანესია. გეტყვით იმასაც, რომ ჩემი მშობლების სახლი იქამდე არ დავტოვე, სანამ მეუღლე, ილარი არ შევირთე. როცა წარსულს გადავხედავ, ყოველდღიური რუტინა მენატრება, საათობით ვარჯიში, ბევრი საუბარი გასახდელში.

ხალხი მეკითხება, რატომ გავატარე მთელი ცხოვრება რომში… რომი ჩემი ოჯახი, მეგობრები და ადამიანებია, რომლებიც მიყვარს. რომი, რა თქმა უნდა, რომაელებისაა. ჩემთვის, რომი მსოფლიოა. ეს კლუბი და ქალაქი მთელი ჩემი ცხოვრებაა.

…სამუდამოდ!”



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა