ფრანჩესკო ტოტი იტალიის პრეზიდენტად ?
ფრანჩესკო ტოტი რომში და მთელს იტალიაში რომ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ეს ყველამ იცის, თუმცა საინტერესოა, რომ ბევრ ადამინს ტოტის ხილვა იტალიის პრეზიდენტად სურს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის 89 წლის პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში კი ახალი პირველი პირი უნდა აირჩიონ.
Forza Italian Football-ის ცნობით, იტალიელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ნებისმიერი მოქალაქე წარადგინონ და როგორც გაირკვა, რამდენიმე პოლიტიკოსმა ფრანჩესკო ტოტის ხმა მისცა.
თუმცა, კანონის მიხედვით, იტალიის პრეზიდენტობა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 50 წელი. შესაბამისად, ტოტი, რომელიც 38 წლისაა, ქვეყნის პირველი პირი ვერ გახდება.