ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა
“რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა, რომელმაც “რომა” ჯგუფში მადრიდის “რეალთან”, მოსკოვის “ცსკა”-სთან და “ვიქტორია პლზენთან” განათავსა.
“ფურცელზე ყველაფერი ძალიან მარტივია. გასულ სეზონში ყველა ამბობდა, რომ მესამეზე გავიდოდით, მაგრამ ყველა დავამარცხეთ და პირველზე დავასრულეთ ჯგუფური ეტაპი. ამჯერადაც საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ.
ვიცით, რომ მადრიდის “რეალს” ყველაფრის მოგება უნდა, ასე რომ, ჩვენი მიზანი მეორე ადგილზე გასვლა უნდა იყოს. ვნახავთ, როგორია “რეალი” რონალდუს გარეშე.
თუ შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება გვსურს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის თამაში მოგვიწევს მადრიდში. მოლოდინი მართლაც მაღალია, გუნდიც ძლიერი გვყავს. ყველაფერს გავაკეთებთ ევროპულ სარბიელსა და საშინაო ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად,” – აცხადებს ტოტი.