WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (185224) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ფრანგების მეორე დამაჯერებელი

თარიღი: ივნისი 21, 2014

დიდიე დეშამის გუნდმა შვეიცარიას დამაჯერებლად სძლია და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. 

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების ორივე გუნდის მწვრთნელებმა განახორციელეს. დეშამმა თადარიგში პოგბა დატოვა და მის ნაცვლად მოედანზე მუსა სისოკო გამოიყვანა. კიდევ ერთი სიახლე ორი ცენტრფორვარდით თამაში იყო. ბენზემას შეტევაში ჟირუ შეუწყვილდა.

ჰიტცფელდმა კი წინა შეხვედრაში ცვლილებაზე წარმატებულად შემოსული მეჰმედი და სეფეროვიჩი დააყენა ძირითადში, დრმიჩი კი თადარიგში დატოვა.

ფრანგებმა მშვიდად დაიწყეს. დეშამს შესანიშნავად ესმოდა, რომ გამარჯვებისკენ გზა პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადიოდა. საფრანგეთმა ფაქტობრივად პირველივე საგოლე შესაძლებლობა გამოიყენეს. მე-17 თავი ჟირუმ გამოიჩინა. შვეიცარიამ ცენტრიდან განაახლა, შეცდომა დაუშვა და მალევე მატუიდიმ ფრანგთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამ ორწუთიანმა მონაკვეთმა შვეიცარია გატეხა. მალევე ფრანგებს პენალტის გატანის შანსი მიეცათ, თუმცა ბენზემას დარტმული ბენალიომ მოიგერია. თუმცა, მესამე გოლს შვეიცარია მაინც ვერ გადაურჩა. მე-40 წუთზე ვალბუენამ კიდევ ერთხელ დაამწუხრა ბენალიო.

შესვენებისას ჰიტცფელდმა ვითარების გადარჩენა სცადა და ბერამის ნაცვლად მოედანზე ჯემაილი შეიყვანა. ბლერიმის გამოჩენამ მოედნის ცეტრში შვეიცარიის თამაში დაალგა. თუმცა, ფრანგთა უპირატესობა უკვე ძალიან დიდი იყო. მალევე დეშამის შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ბენზემას და სისოკოს შედეგიან დარტყმებს ბერამიმ და ჯაკამ უპასხეს და საბოლო ანგარიშითი – 2:5 დააფიქსირეს.

შვეიცარია 2-5 საფრანგეთი

გოლები: ჟირუ 17′ (0:1); მატუიდი 18′ (0:2); ვალბუენა 40′ (0:3); ბენზემა 67′ (0:4); სისოკო 73′ (0:5); ჯემაილი 81′ (1:5); ჯაკა 87′ (2:5)

 



მსგავსი სიახლეები