ფრანგულ კლუბს ქალი უხელმძღვანელებს
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბინადარ “კლერმონის” მთავარი მწვრთნელი ქალბატონი ინქება. კლუბს ჰელენა კოსტა გაწვრთნის. ევროპული ტოპ-5 ქვეყნების ისტორიაში ასეთი ფაქტი პირველად მოხდა.
კოსტას საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. 36 წლის მწვრთნელი ყატარის და ირანის ქალთა ნაკრებებს წვრთნიდა. ასევე, მუშაობდა პორტუგალიერი “ბენფიკას” ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად და “სელტიკის” სკაუტად.