ფრანგული პრესა: “ბარსელონამ” თვალი ლაკაზეტს დაადგა
ცნობილი ფრანგული გამოცემა, L’Equipe გვატყობინებს, რომ “ბარსელონა” “ლიონის” შემტევის, ალექსანდრე ლაკაზეტის გარშემო არსებული სიტუაციით არის დაინტერესებული.
კატალონიელები თვლიან, რომ გასულ თვეში მომხდარი ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი MSN-ის გადაღლილობა და მათი დამხმარე ფეხბურთელის არარსებობა იყო, რაც ლუის ენრიკეს როტაციის უფლებას არ აძლევდა.
ლაკაზეტის უნარით, რომელიც მას საშუალებას მისცემს “ბლაუგრანას” შემტევი ტრიოს ნებისმიერი ფეხბურთელის ნაცვლად თამაშისა, კატალონიელთა ყოფილი ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი მოიხიბლა. სწორედ მან ურჩია კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგი თავდამსხმელის ვარიანტი.
თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ლაკაზეტს ამავდროულად მუდმივ სათამაშო დროს სთავაზობენ შემდეგი კლუბები: “ვესტ ჰემი”, “ტოტენჰემი” და “ატლეტიკო”. ამიტომაც მას დიდი არჩევანის გაკეთება მოუწევს – იყოს “მეორე” “ბარსელონაში”, ან იყოს ძირითადის ფეხბურთელი სხვა კლუბში.