დე ბური: “ფეხბურთელები ჩემს დავალებებს კარგად ასრულებდნენ”
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა საქართველოსთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ფეხბურთელები ჩემს მიცემულ დავალებებს, უმეტეს შემთხვევაში, კარგად ასრულებდნენ. ვნახე ლამაზი კომბინაციები. დაცვაშიც და შეტევაშიც უკეთესად თამაში გვესაჭიროება, მაგრამ ვნახე, რომ ვუმატებთ. ერთ კვირაში უკრაინას ვეთამაშებით, მზად ვართ. ყველა მეტოქესთან კონცენტრაციაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები მენტალურად თავისუფლები იყვნენ.
შესვენებაზე ვერხორსტს ვუთხარი, რომ მისი მომენტიც მოვიდოდა. მან გოლი გაიტანა და ეს ფანტასტიკურია. ევროპის ჩემპიონატზე, თითოეულ მატჩში შემადგენლობას კონკრეტული მეტოქის მიხედვით შევარჩევ. ვინ იქნება ჩვენი პირველი მეკარე? ამის თქმას არ ვაპირებ. ამას პირველ რიგში, მეკარეებს ვეტყვი”, – განაცხადა დე ბურმა.