ფრანკ დე ბურმა სამწვრთნელო კარიერა განაახლა
“ატლანტა იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანკ დე ბურმა ჩაიბარა.
როგორც ცნობილი ხდება, დე ბურმა, რომელსაც ფეხბურთელის ამპლუაში 15 სეზონი აქვს ჩატარებული “ბარსელონასა” და “აიქსის” რიგებში, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა ჯორჯიის კლუბთან.
ჰოლანდიელი სპეციალისტის ბოლო კლუბი “კრისტალ პალასი” გახლდათ (2017/18 წლების სეზონი), საიდანაც საკმაოდ მალე გაანთავისუფლეს კატასტროფული შედეგების გამო.