“ფრანს ფუტბოლმა” ოქროს ბურთის ნომინანტების დასახელება დაიწყო
ფრანგულმა ყოველკვიურმა საფეხბურთო ჟურნალმა “ფრანს ფუტბოლმა” ოქროს ბურთის ნომინანტების დასახელება დაიწყო.
ცნობილია, რომ წელს ოქროს ბურთისათვის 30 ფეხბურთელი იბრძოლებს. “ფრანს ფუტბოლმა” საზოგადოებას პირველი ხუთი მოთამაშის გვარი აცნობა.
სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა)
ალისონ ბეკერი (“ლივერპული”, ბრაზილია)
გარეტ ბეილი (“რეალი”, უელსი)
კარიმ ბენზემა (“რეალი”)
ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი)
ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი 3 დეკემბერს გაიმართება.