ფრანსუა ოლანდმა კლუბებს „წითელი ბარათი“ უჩვენა

თარიღი: ნოემბერი 1, 2013

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთელებთან დათმობაზე არ წავიდა. მაღალ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი უცვლელი დარჩება.

მოგეხსენებათ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალური კლუბების წარმომადგენლები პრეზიდენტ ოლანდს შეხვდნენ, თუმცა „სიმდიდრისთვის გადასახადი“ ძალაში რჩება.

თითოეული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ვალდებულია, ბიუჯეტში შემოსავლების 75 პროცენტი შეიტანოს. არადა,  წელიწადში ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ნოემბრის ბოლოს მაღალი გადასახადების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ. ასე რომ, შესაძლოა, გულშემატკივრები საფრანგეთის პირველი ლიგის მე-15 და მეორე ლიგის მე-16 ტურის მატჩების გარეშე დარჩნენ.

კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მაღალი გადასახადები ფრანგულ ფეხბურთს კლავს, პროფესიონალიზმის დონეს დაბლა სწევს.

იმავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს, გადასახადები სპეციალურად ფეხბურთელებისთვის რომ გავაუქმოთ. ნორმალურია, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში შედარებით მდიდარი ხალხი საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან-მარკ ერომ.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი მეორე სათამაშო დღე გაიმართა. A ჯგუფი “ბრიუგე” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბოლო 16 წლის მანძილზე

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებას მადრიდის “რეალი” საშინელი შედეგით შეუერთდა. ზინედინ ზიდანის გუნდი გასვლაზე “პარი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენმა” შინ მადრიდის “რეალი” გაანადგურა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “პარი სენ-ჟერმენმა”, რომელიც ლიდერების გარეშე იყო დარჩენილი, მადრიდის “რეალის” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი პირველი სათამაშო დღე გაიმართა. E ჯგუფი “ნაპოლი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენს” ბოლო წუთებზე სუპერგოლით მოაგებინა (ვიდეო)

14 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის მატჩი შედგა “პარი სენ-ჟერმენსა” და “სტრასბურგს” შორის, რომელშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “გააკეთა “ბარსელონამ” ყველაფერი ნეიმარის დასაბრუნებლად? დარწმუნებუ

“ბარსელონას” არგენტინელმა ლიდერმა, ლეო მესიმ, ნეიმარის არშემდგარ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯრის დაწყების [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია მესამე ევროტურნირის სახელწოდება

ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის სახელწოდება, რომელმაც სტარტი 2021-2022 წლების სეზონიდან უნდა აიღოს. გერმანული გამოცემა “ბილდი” […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა ნარა: “ჩემთვის, “პარი სენ-ჟერმენი” არსებულთა შორის ყველაზე ცუდი ვა

ვანდა ნარამ პრესასთან იკარდის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რატომ აცხადებდა იკარდი მთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურო იკარდი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია

მაურო იკარდი “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პარიზულმა კლუბმა “ინტერთან” და ფეხბურთელთან შეთანხმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: კეილორ ნავასმა და ალფონსე არეოლამ გუნდები გაცვალეს

“პარი სენ-ჟერმენისა” და მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდები ერთხმად ადასტურებენ გუნდებს შორის განხორციელებულ მეკარეების ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” მაურო იკარდის ტრანსფერს უახლოვდება

მილანის “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, შესაძლოა, იტალიიდან გადაბარგდეს. Sky [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ამსტერდამის “აიაქსი” კასპერ დოლბერგმაც დატოვა

ამსტერდამის “აიაქსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კასპერ დოლბერგი კარიერას “ნიცაში” გააგრძ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი პოპულარულ ესპანურ სერიალში, “ქაღალდის სახლში”, გადაიღეს (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, პოპულარულ ესპანურ სერიალში გადაიღეს. საუბარია “ქაღალდის სახლზე”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მონპელიეს” ფეხბურთელის საოცარი გოლი “ლიონის” კარში (ვიდეო)

27 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვერდით არბიტრებს რობოტები შეცვლის?

ფეხბურთში VAR სისტემის დანერგვის შემდეგ ფიფა მორიგი რევოლუციური ნაბიჯისთვის ემზადება. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “მირორი” იუწყება, [&...
წაკითხვა