ფრე “ბაიერნის” სასარგებლოდ (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლისაბონის “ბენფიკამ” საპასუხო მატჩში მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
27-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, გოლი რაულ ხიმენესმა გაიტანა, თუმცა შესვენებამდე არტურო ვიდალმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანელები ტომას მიულერის გოლით სულაც წინ გავიდნენ. 76-ე წუთზე ანგარიში ანდერსონ ტალისკამ გაათანაბრა, თუმცა მეტის გაკეთება პორტუგალიელებმა ვეღარ შეძლეს.
ამრიგად, “ბაიერნმა” “ბენფიკა” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბავარიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
საპასუხო მატჩი
“ბენფიკა” — “ბაიერნი” 2:2 (1:1)
გოლები: ხიმენესი 27′, ტალისკა 76′ — ვიდალი 38′, მიულერი 52′.
გაფრთხილებები: კარსელა 70′, ანდრე ალმეიდა 90+1′ — ხავი მარტინესი 74′.
მთავარი მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია).