ფრედი ლიუნბერგი “არსენალში” იმუშავებს
ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ფრედი ლიუნბერგი “მეთოფეებს” უბრუნდება, ამჯერად მწვრთნელის ამპლუაში.
38 წლის შვედმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უწერია, რომ სულ მალე “არსენალის” 15-წლამდე გუნდს გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ “ლიუნბერგმა” კარიერა 2014 წელს, “მუმბაი სიტიში” დაასრულა.
Hope everyone had a happy new year. Enjoying my last week in #CapeTown before I go home to coach Arsenals u-15! V excited 🙂 @Arsenal
— Freddie Ljungberg (@freddie) January 7, 2016