ფრენკი დე იონგის მამა: “მესიმ ჩემ შვილს დაურეკა” (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 29, 2019

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულის, ფრენკი დე იონგის მამამ, ჯონ დე იონგმა განაცხადა, რომ ტრანსფერის წინ მის შვილს ლიონელ მესიმ დაურეკა.

“ლიონელ მესიმ ფრენკის პირადად დაურეკა. მათი საუბარი რთული მოსასმენი იყო, რადგან მესი ინგლისურად არ ლაპარაკობს”, – განაცხადა 21 წლის ნახევარმცველის მამამ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “აიაქსს” დე იონგის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა. მისი შეძენა არაერთ გრანდს სურდა.

მსგავსი სიახლეები