ფრენკის ბოლო დღეები? ლამპარდს დათხოვნას უწინასწარმეტყველებენ
ლონდონის “ჩელსის” თავს ბოლო დროს დატრიალებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად ცვალებადია მდგომარეობა ინგლისურ ფეხბურთში.
ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში, “პენსიონერები” პრემიერ ლიგის მოგების რეალურ კანდიდატებას მიიჩნეოდნენ, რაც სეზონის წარმატებული სტარტით იყო განპირობებული.
ერთმა თვემ კი ყველაფერი შეცვალა. ფრენკ ლამპარდის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთში იზეიმა გამარჯება. შედეგად, “ლურჯები” სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული კოლოსალური თანხის საპირწონედ დადებული შედეგი, რა თქმა უნდა, “ჩელსის” ხელმძღვანელთა უკმაყოფილებას იწვევს. ბრიტანული მედიის გიგანტები უკვე საუბრობენ ლამპარდის დათხოვნის შესაძლებლობაზე.
სიტუაციას რომან აბრამოვიჩის პოლიტიკაც ამწვავებს – გამოცდილი მწვრთნელებიც კი ვერ ახერხებენ “სტემფორდ ბრიჯზე” სამ სეზონზე მეტის ჩატარებას. Goal-ის ცნობით, ლონდნელები ტომას ტუჰელის კანდიდატურას განიხილავენ.