ფრიმპონგი: ‘მინდა 20 რუს გოგონასთან ერთად პორნოში მივიღო მონაწილეობა’
ემანუელ ფრიმპონგი 9 წლის იყო, როცა ლონდონის “არსენალის” აკადემიაში მოხვდა. განელ ფეხბურთელს ლონდონელთა პირველ გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, სხვადასხვა ინგლისურ კლუბებში გაანათხოვრეს.
ამპლუით ნახევარმცველი 2016 წელს რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე “უფაში” მოხვდა, 2016 წელს კი ტულის “არსენალში” გადავიდა. 2017 წლის შემდეგ, მას პროფესიონალურ დონეზე აღარ უთამაშია.
რუსულმა გამოცემა Sport24-მა ფრიმპონგს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ფეხბურთელს რუსეთში გატარებულ პერიოდზე და სურვილებზე ესაუბრნენ.
– რუსეთში ხშირად გიხსენებენ. გახსოვთ “უფა”?
– რა თქმა უნდა! მაგარი იყო! რუსეთში შესანიშნავი დრო გავატარე. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. ყველაფერი კარგი იყო: კლუბი, ფანები, ქალაქი. დაბრუნების შესაძლებლობა თუ მექნება, სიამოვნებით დავბრუნდები.
– დავბრუნდეთ 2014 წელში. როგორ მოხვდით “უფაში”?
– ჩემმა ერთ-ერთმა აგენტმა მითხრა, რომ რუსული კლუბი იყო დაინტერესებული. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ და მათ ამ ქვეყანაზე ვესაუბრე. მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ მექნებოდა. ამის შემდეგ “უფას” მწვრთნელს გავესაუბრე.
– რა იცოდით რუსეთზე, სანამ ტრანსფერი შედგებოდა?
– ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ციოდა. ასევე, ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი გოგონები ცხოვრობდნენ, ფანტასტიკური. საკუთარ თავს ორი მიზანი დავუსახე: გამეგო, მართლაც ასე ციოდა და მართლაც ასეთი ლამაზი გოგონები იყვნენ თუ არა რუსეთში.
– და, რა გააკრვიეთ?
– დიახ, ძალიან ციოდა. “უფაში” ყოფნისას, როცა დილით ვიღვიძებდი, ყველაფერი გაყინული იყო. მზის ნაკლებობას განვიცდიდი. განაში ყოველდღიურად მზეა და მუდამ ცხელა. ჩემი კანი მზესაა მიჩვეული.
– და, რას იტყვით გოგონებზე?
– უფაში ბევრად უკეთესი გოგონები არიან, ვიდრე ლონდონში.
– რა გენატრებათ, გოგონების გარდა?
– გოგონების გარდა? არაფერი – მხოლოდ ისინი მენატრებიან. სერიოზულად ვამბობ, მენატრებიან ჩემი მეგობრები. ძალიან მინდა მათი ნახვა.
– რას აკეთებდით თავისუფალ დროს უფაში?
– ვთამაშობდი ფლეისთეიშენზე, ტელეფონით ვესაუბრებოდი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. და, ლამაზი გოგონები – მათთან ერთად არაყს ვსვამდი.
– რუსეთში ყოფნისას, თქვენ თქვით, რომ პორნოვარსკვლავობა გინდოდათ.
– დიახ. ისევ მინდა უფაში ჩამოვიდე და 20 თათარ [რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი] გოგონასთან ერთად პორნოში მივიღო მონაწილეობა.