“ფულემის” მეკარემ ერთ წუთში ორი პენალტი მოიგერია (ვიდეო)
საინტერესო ეპიზოდი განვითარდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდზე “ფულემსა” და “ჰალ სიტის” შორის გამართულ მატჩში. შეხვედრის 87-ე წუთზე სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს. პენალტი აბელ ერნანდესმა შეასრულა, ბურთი კუთხეში არცთუ ისე ძლიერად გაგზავნა და “ფულემის” კიპერმა მარკუს ბეტინელიმ მოიგერია, თუმცა დამატებაზე მეკარემ თამაშის წესი დაარღვია და კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან კვლავ ერნანდესი მივიდა. მან ამჯერად იგივე კუთხეში უფრო ძლიერად დაარტყა და ბეტინელიმ მას ბურთი ამჯერადაც აუღო.
შეხვედრა “ფულემის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
Bettinelli saves first penalty but causing another one… #facup #ffc pic.twitter.com/DP8jexIW06
— Robert T. Błaszczak (@RobertBlaszczak) 29 January 2017
…then Bettinelli saves the second penalty!! Great game at Craven Cottage – pure football entertainment!! (Cc @WhiteNoise1879) pic.twitter.com/t527IyPkf7
— Robert T. Błaszczak (@RobertBlaszczak) 29 January 2017