“ფულჰემმა” მიტროვიჩის ტრანსფერი დაადასტურა
30 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა თავდამსხმელ ალექსანდრ მიტროვიჩის ტრანსფერი “ნიუკასლიდან” “ფულჰემში”. როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრანსფერში პრემიერ ლიგის ახალწვეულმა 22 მილიონი ევრო გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ მიტროვიჩი “ფულჰემს” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდა და კლუბს პრემიერ ლიგაში გადასვლაში დაეხმარა. სწორედ ამიტომაც გაუფრომეს 23 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი.
ჩემფიონშიპის 20 მატჩში გატანილი 12 გოლით მიტროვიჩმა “თეთრ” ფანებს თავი მალევე შეაყვარა. მასზე არაერთი სიმღერაა შექმნილი, რომელთაგან გამოსარჩევია – “Mitro is on fire”.