ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს

თარიღი: ნოემბერი 10, 2018

საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-კაციანი შემადგენლობით შეკრებაზე 3 ნოემბრიდან იმყოფება. 10 და 11 ნოემბერს გასამართ ამხანაგურ მატჩებში, ქართველი 19-წლამდელების მეტოქე აზერბაიჯანი იქნება.

პირველ ამხანაგურ მატჩამდე, 9 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ისტორიული შეხვედრის წინ ავთანდილ ასათანმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა, გიორგი ღავთაძემ მედიის წარმოამდგენლებთან კომენტარი გააკეთეს:

ავთანდილ ასათიანი:

„ხვალ ფუტსალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ ჩვენი 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო შეხვედრას გამართავს. ბიჭები ძალიან ნერვიულობენ და ეს ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე დავიწყეთ, ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგზე ფიქრი რთულია, საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამ მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღონ და კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. ჩემი აზრით, მათ აქვთ იმის პოტენციალი, რომ მომავალში ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შეავსონ.

ჩვენი მოწინააღმდეგის შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ეს ყველაფერი გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენს მსაგვსად აზერბაიჯანშიც ახლა დაიწყო 19-წლამდე ფუტსალის განვითარება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრას დაზვერვითი ხასიათი ექნება.

რაც შეეხება მეინ-რაუნდის წილისყრას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ გაგვიმართლა. ერთ-ერთი ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიჭებთან და ყველა მათგანს გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა. მარტისთვის ყველაინაირად უნდა მოვემზადოთ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული შეხვედრები გველის. ჩვენი მოთამაშეები ფუტსალში პირველ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა 24 საათიანი მუშობით იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ.“

გიორგი ღავთაძე:

„რა თქმა უნდა, როდესაც ამდენი ადამიანის თვალწინ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნის ქვეშ გამოდიხარ მოედანზე, ძალიან ემოციური და დაძაბული მომენტია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის. სულ რაღაც ერთი კვირაა ვვარჯიშობთ და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულოთ და სწორად ვითამაშოთ.“

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:

თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი, თორნიკე ყენია

წინა ხაზი:

ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე (თსუ), ბექა ბექაური (თსუ), დაჩი ჩადუნელი (თსუ), გიორგი ღავთაძე (თსუ), გიორგი ზუნტუროვი (თელასი), გეგა კოშაძე (თელასი), დათა მოგელაძე (თელასი), ნიკა ნადარეიშვილი (თელასი), საბა ეგრისაშვილი (გაგრა), გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), ირაკლი გაბისკირია (ქუჯი-სენაკი)

აზერბაიჯანის 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი, 10 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება, მეორე შეხვედრა კი, 11 ნოემბერს 13:00 საათზე. ორივე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ორივე შეხვედრას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში გამართავს. ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში ჩვენი გუნდი თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილის გოლი “ზალცბურგის” კარში (ვიდეო)

9 მაისს, ავსტრიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” საკუთარ მოედანზე “ზალცბურგს” დაუპირისპირდა და 1:3 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ესპანელმა ფეხბურთელმა დატოვა

“დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ “ესპანელ ლეგიონერს კარლოს კასტროსა და ჩვენს კლუბს შორის არსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ფილიპ ორშულა მე-2 გუნდში თამაშობს და ისიც, ძირითადად შეცვლაზე. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება”

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძეს მიკრო ტრავმა აქვს, თუმცა “დინამო” ჯერ არ დაუტოვებია

გუშინ ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1-0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მატჩამდე 3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “პირველი, ვისაც დავუკავშირდი, გიორგი მიქაუტაძე იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი ამბობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ ფლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” სტუმრად “ვასლანდ-ბევერენს” უპირისპირდება. ქართ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” 7000 გულშემატკივრის წინ “დინამო თბილისს” მოუგო

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ არენაზე გაიმართა, რომელსაც 7 ათასზე მეტი გულშემატკივარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძეს ბათუმის “დინამოს” გულშემატკივარი სტვენით შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მიმდინარე მატჩში, 63-ე წუთზე ჯანო ანანიძემ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე: “ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით დამირეკეთ” (ვიდეო)

ბოლო დღეებში ქართულ მედიაში იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა აჩი არველაძე პოლიტიკაში მოვიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აჩი არველაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება?

ძმები არველაძეები გიორგი გახარიასთან ერთად რამდენიმე კვირის წინ გურიაში, მოცვის პლანტაციაში გამოჩდნენ, რაც საზოგადოებამ ყოფილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო

დონეცკის “შახტარმა” უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ბოლო ადგილოსანი “მინაი” 0-4 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში იყო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძემ ბათუმის “დინამო” დატოვა

ლევან მჭედლიძემ ბათუმის “დინამო” დატოვა. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მჭედლიძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველა ბილეთი გაიყიდა – ბათუმში სუპერ მატჩი გველის!

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” ბათუმის ახალ სტადიონზე უმასპინძლებს, რომელიც 20 ათას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ აპრილში, ეკატერინბურგის “ურალის” წინააღმ...
წაკითხვა