ფუტსალი: მფკ ტატიშვილი საქართველოს ჩემპიონია!!!
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის გამარჯვებული მფკ ტატიშვილი გახდა!
„მედიკოსებმა“, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გამართულ, ფინალური სერიის მესამე გადამწყვეტშეხვედრაში 4:0 დაამარცხეს კოლხი გულრიფში და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლნენ.
მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა, პირველივე ტაიმში „მედიკოსების“ მეკარემ, თორნიკე ბუკიამ ულამაზესი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. შეხვედრის მიწურულს, მანვე დუბლ გაიფორმა. მატჩის დასეზონის ბოლო გოლი კი გიორგი ქურდაძემ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაგენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 33 გატანილი გოლით, გიორგი სილაგავა გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედკი „მედიკოსების“ კარის დარაჯი, თორნიკე ბუკია დასახელდა.
Gff.Ge