ფუტსალი: პოლონეთმა საქართველო დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ბელხატოვში ჩატარებული შეხვედრა პოლონეთის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის მერვე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში, ზასტავნიკმა ორი გოლი გაიტანა. მეცამეტე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. საბოლოოდ, ვოიციეჩოვსკიმ 34-ე და 38-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი
სათადარიგო: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.
საქართველო: ბუკია, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე
სათადარიგო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთს, 5 დეკემბერს, ქალაქ ჩესტოხოვაში მეორედ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
Gff.Ge