ფუტსალი: პოლონეთმა საქართველო ისევ დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ჩესტოხოვაში ჩატარებული შეხვედრა პოლონელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ანგარიში 22-ე წუთზე ვოიციეჩოვსკიმ გახსნა. 33-ე წუთზე ლუტეცკიმ გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ზუსტად ერთ წუთში არჩილ სებისკვერაძემ სხვაობა შეამცირა. საბოლოო ანგარიში 37-ე წუთზე ზასტავნიკმა დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი ასევე პოლონელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პოლონეთი – საქართველო 3:1
პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი.
სათადარიგო შემადგენლობა: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.
საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე.
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.
მსაჯები: დამიან იარუხევიჩი, გჟეჟოგ ვიერჩოხი.
გაფრთხილება: კუბიკი, კობაიძე.
გოლები: 1:0 ვოიციეჩოვსკი (22), 2:0 ლუტეცკი (33), 2:1 სებისკვერაძე (34), 3:1 ზასტავნიკი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური