ფუტსალის ლიგაში 1/2 ფინალის პირველი სერიის მატჩები ჩატარდა

თარიღი: მაისი 28, 2017

26 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრებს უმასპინძლა. პლეი-ოფის შესაფერისად დაპირისპირებები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პირველმა თამაშებმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა.

განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული სეზონის მეორე-მესამე ადგილოსნები, სტუ-თელასი და მფკ აგორა დაუპირისპირდნენ. ლიგის დებიუტანტმა არაფერი დაუთმო ვიცე-ჩემპიონს და შეიძლება ითქვას, რომ საგოლე ეპიზდების რაოდენობის მხრივ დაჯაბნა კიდეც, თუმცა რეალიზების კუთხით, კლასის და გამოცდილების ხარჯზე „ენერგეტიკოსებმა“ აჯობეს მეტოქეს – ნუკრი ჭუმბურიძემ და თელასის მოთამაშე-მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს, 2:0 იმარჯვეს და სერიაშიც დაწინაურდნენ.

შედარებით იოლად იმარჯვა რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, მფკ ტატიშვილმა, რომლის მეტოქეც შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი მფკ თბილისი იყო. თუ არ ჩავთვლით რიგ ეპიზოდებს, როდესაც „დედაქალაქელებმა“ რამოდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ შეუტიეს ჯაბა ჯამბურიას კარს, „მედიკოსებმა“ დამაჯერებლად ჩაატარეს შეხვედრა და 4:1 დაამარცხეს მეტოქე. მატჩი ლამაზი გოლებით იყო გამორჩეული – „მედიკოსების“ მხრიდან შოთა ჭანუყვაძემ, დავით ბობოხიძემ და ბუთა კაკაბაძემ ერთმანეთზე ულამაზესი დარტყმებით გამოჩინეს თავი, რასაც პასუხად ნიკოლოზ ღუდუშაურის არანაკლებ ეფექტური გოლი მოყვა. თავისი გოლი გაიტანა ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ლაშა სიგუნავამ, რომლისთვის ეს 36-ე შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკვე ერთი ბურთით ჩამორჩება უშუალო კონკურენტს, სერგი მაჭარაშვილს.

1/2 ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება. განმეორებით შეხვედრებს გუნდები 2 ივნისს გამართავენ.

26.05.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . 1/2 ფინალი (I)

მფკ სტუ-თელასი – მფკ აგორა 2:0 (1:0)

გოლები: 07:05’ ჭუმბურიძე (1:0), 33:54’ ასათიანი (2:0)

გაფრთხილება: 07:05’ ნინოშვილი (აგო), 20:13’ თოფურია (თელ), 25:56’ ლეჟავა (თელ), 29:26’ ნიკვაშვილი

მფკ ტატიშვილი – მფკ თბილისი 4:1 (3:0)

გოლები: 04:40’ ჭანუყვაძე (1:0), 17:29’ სიგუნავა (2:0), 17:57’ ბობოხიძე (3:0), 30:58’ ღუდუშაური (3:1), 32:31’ კაკაბაძე (4:1)

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 37, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 36, არმენ გალოიანი (დინამო) – 25, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) – 23

Gff.Ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “ყველაზე ძლიერებად ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის მორიგი ღირსეული საქციელი

საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს. “დღეს ჩვენს ინსტაგრამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად მიდის ზურიკო დავითაშვილი? ტრანსფერი ჩაიშალა!

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმთან” ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესმა რონალდოს დასცინა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სასტუმროში შესვლის წინ ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა და რონალდოს დაბრუნებაზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ჩაკვეტაძემ დაძაბულობას ვერ გაუძლო” (ვიდეო)

“სლოვანი” ევროპა ლიგაზე კვიპროსულ “ოლიმპიაკოსთან” პენალტების სერიაში გამოვარდა. სამივე ქართველი (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები პროგრესის გზას ადგანან და საზღვარგარეთ საკმაო ძლიერ გუნდებში ახერხებენ გადასვლას. წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერ ანაზღაურება დე იონგს – რატომ არ იკლებს ნიდერლანდელი ფულს?

კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბოლო 1 თვეა გუნდის დატოვების ზღვარზეა და “მანჩესტერში” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა