ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურად ლიეტუვას მოუგო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას ნაკრები ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-3 წუთზე შორეული დარტყმით ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. მატჩის საბოლოო შედეგი 29-ე წუთზე დაფიქსრიდა, შოთა თოფურიას გადაცემით ირაკლი თოდუამ ისარგებლა და მეტოქეს მეორედ გაუტანა.
საქართველო 2:0 ლიეტუვა
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: ბუკია, თოფურია, გიორგაია, ჯვარაშვილი, ღავთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ჯინჭარაძე, ჯამბურია, ჩიმაკაძე, ექიზაშვილი, თოლორდავა, კეკელია, სვანიძე, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, თოდუა
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ლიეტუვა: ჟაგარასი, იუხნო, ვოსკუნოვიჩი, ბუჩმა, სენჯიკასი
სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, დერენდიაევი, ზაგურსკასი, ადომენასი, სკუდრელისი, ბარანაუსკასი, რეიმარისი, ოსაუსკასი, სამსონიკი
მთავარი მწვრთნელი: ევგენ რივკინი
მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, გრიგოლ ბლიაძე, გოჩა ტარუაშვილი
გაფრთხილება: ვახტანგ კეკელია (33:28), ირაკლი თოდუა (37:49)
გოლები: 1:0 ჯვარაშვილი (02:48), 2:0 თოდუა (28:53)
საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა 4 ივნისს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.