ფუტსალის პლეი-ოფის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო-რუმინეთის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ბმულზე: www.tkt.ge/futsal შეუძლია. ბილეთები ასევე იყიდება თბილისის ოლიმპიური სასახლის სალაროებში. ბილეთის ფასი 5 ლარია. საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.