პიანიჩი: “პარი სენ-ჟერმენი” ნებისმიერ ფეხბურთელს მოხიბლავს”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, პრესასთან საუბრისას “პარი სენ-ჟერმენის” შესახებ დასმულ კითხებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ბოსნიელ ფეხბურთელს სწორედ პარიზულ კლუბში უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას.
“პარი სენ-ჟერმენი” ევროპის რვა საუკეთესო კლუბს შორის არის და დიდი ამბიციებიც აქვს – მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. “პსჟ” ის კლუბია, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს მოხიბლავს.
“პსჟ”-ს დიდებული პროექტი აქვს, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელი იღებს. ისინი განსაკუთრებულები არიან და დიდ პატივისცემას იმსახურებენ.
ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 8 წელია, რაც იტალიაში ვთამაშობ და ახლა ნამდვილად დიდ კლუბში გამოვდივარ. ახლა წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, თუმცა მომავალში არაფერს გამოვრიცხავ,” – აცხადებს პიანიჩი.