პიანიჩი: “სკუდეტოს მოგება ჩვენი პრიორიტეტია”
იტალიური “რომას” ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ რომაელთათვის სკუდეტოს მოგება ყოველთვის პრიორიტეტი იყო.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “რომამ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ანგარიშთ 0:2 დამარცხდა. რუდი გარსიას შეგირდები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ.
“სკუდეტოს მოგება ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტია. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, ცუდი უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ.
მერვედფინალში თამაში ნამდვილად გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ახლა, ევროპის ლიგაზე მოგვიწევს თამაში, სადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – ამბობს პიანიჩი.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში “რომა” მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ “იუვენტუსს” სამი ქულით ჩამორჩება.