პიეტრო ღედინი: “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია”
საქართველოსა და მალტის ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა, პიეტრო ღედინმა მოახლოებული შეხვედრა შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პიეტრო ღედინი: “იმედი მაქვს, რომ ხვალ ჩვენს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ. ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მგზავრობამ დაგვღალა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკეთესი ვითარება იქნება და ვეცდებით კარგი თამაში ჩავატაროთ.
მიუხედავად მატჩის ამხანაგური ხასიათისა, შედეგს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რამდენიმე დღეში აზერბაიჯანში გველის თამაში და მინდა, რომ ამ შეხვედრისთვის ოპტიმალურ მდგომარეობაში ვიყოთ და კარგად მოვემზადოთ. ტრავმების გამო 4 მოთამაშე გვაკლია და მსურს, რომ ეს დანაკლისი არ დაგვეტყოს.
საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. მოწინააღმდეგის შემადგენლობიდან ლევან მჭედლიძეს გამოვარჩევდით, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “სასუოლოს” გაუტანა. ვნახე გიბრალტარის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი და ამ თამაშში ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა თავი დადებითად წარმოაჩინა.”
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მალტელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედანზე ივარჯიშეს:
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოების