პიკე: „არბელოასთან უპრობლემოდ ვისაუზმებდი“
„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ „რეალის“ მცველ ალვარო არბელოასთან ურთერთობაში პრობლემები არ აქვს. აქამდე ფეხბურთელები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. პიკემ ასევე თავისი გუნდის გასულ და მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა.
„არბელოასთან უპრობლემოდ ვისაუზმებდი. როდესაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებას გავდიოდით, ერთად არაერთხელ ვყოფილვართ და სირთულეები არ გვქონია.
„ვალენსიასთან“ მატჩი? კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავძელით. მეტოქემ ერთი მომენტი შექმნა და ორჯერ გაიტანა, ჩვენ კი 15 შანსიდან მხოლოდ 1 გამოვიყენეთ. ფეხბურთს ასეთ საინტერესო სპორტის სახეობად მსგავსი შემთხვევები ხდის“, – ციტირებს პიკეს „Football-Espana“.