პიკე: “ასეთი რამ ბოლო ცხრა წლის მანძილზე პირველად ხდება”
კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ “რეალთან” წაგებული სუპერთასის შემდეგ (5-1) აღიარა, რომ დღეს “ბლანკოსი” “ბარსელონაზე” ძლიერია.
“ძალიან ცუდ დღეშია კლუბი, ისევე როგორც გუნდი. რამე უნდა მოვიმოქმედოთ, მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, რათა წინ წავიდეთ.
სეზონი ძალიან გრძელია და ამის გამოსწორება შეგვიძლია. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ, დღეს “რეალი” ჩვენზე ძლიერი იყო. ცხრა წელია ამ კლუბში ვარ, და პირველად ვგრძნობ, რომ “რეალზე” სუსტები ვართ,” – აცხადებს ესპანელი მცველი.