პიკე: “ბარსელონაში” იმისთვის არ ვარ, სეზონი მეორეზე ან მესამეზე რომ დავასრულოთ”
კატალონიის “ბარსელონა” საშინელ ფორმაში იმყოფება. “ბაიერნთან” განადგურებისა (0:3) და “გრანადასთან” საშინაო არენაზე ფრედ თამაშის (1:1) შემდეგ, რონალდ კუმანის გუნდმა გასვლაზე “კადისის” დამარცხება ვერ მოახერხა (0:0).
ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ კატალონიური გრანდი სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჟერარ პიკემ გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდმა ტიტულებისთვის უნდა იბრძოლოს.
“ბარსელონაში” იმისთვის არ ვარ, სეზონი მეორეზე ან მესამეზე რომ დავასრულოთ. აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ასეთი რთული მომენტებიც ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ჩვენ ფანების მხარდაჭერას ვგრძნობთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სტარტის მიუხედავად, ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდი კარგ განწყობაზეა და მოგებები გვწყურია. ფანების დახმარება დაგვჭირდება შედეგების გასაუმჯობესებლად,” – განაცხადა პიკემ.