პიკე: „იმედია, „მილანი“ და „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე მალე დაბრუნდიან“
„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ „მილანი“ და „ინტერი“ უახლოეს მომავალში კვლავ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ.
„ორივე მილანურ კლუბს საუკეთესო დრო არ აქვს, განსაკუთრებით ეს ხელმძღვანელობას ეხება. იმედია, ისინი მალე ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდებიან. ორივე გუნდს მდიდარი სახელი და ისტორია აქვს. ამ კლუბების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მომწონდა, რადგან ეს ორი საერთაშორისო დონის კლუბია, „სან-სიროზე“ ატმოსფერო კი ყოველთვის ფანტასტიკურია“, – ციტირებს პიკეს „Football-Italia“.