პიკე: “იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დღევანდელ “რეალზე” ძლიერი უნდა იყო”
ხვალ კატალონიის “ბარსელონა” სამეფო თასის ფინალში “ალავესს” დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, “ვისენტე კალდერონის” საპრესკონფერენციო დარბაზში “ბლაგურნას” ცენტრალურმა მცველმა, ხერხარდ პიკრემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მას ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც დაუსვეს კითხვა.
“ფინალს საუკეთესო კლუბი მოიგებს. უკვე იცით, რომ “იუვენტუსს” ვუგულშემატკივრებ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჩვენი გუნდის მიერ ამ სეზონში განვლილ გზაზე ვერანაირ გავლენას მოახდენს.”
“ვფიქრობ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოსაგებად იმაზე ძლიერი უნდა იყო, ვიდრე ახლა “რეალია”. მადრიდული გუნდის დონეზე თუ იქნები, გამარჯვების შანსი მცირეა,” – განაცხადა ხერხარდმა.