პიკე: ”ფერგიუსონის არ მეშინოდა, მაგრამ როი კინი დღემდე მაშინებს”

თარიღი: ოქტომბერი 2, 2014

”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხერარ პიკემ, რომელიც ახლა ”ბარსელონას” ღირსებას იცავს, როი კინთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

”ვერ ვიტყვი, რომ ფერგიუსონის მეშინოდა, მაგრამ როი კინი – ეს სულ სხვა საქმეა.”

”მახსოვს, ერთხელ გასახდელში, ჩემმა ტელეფონმა ვიბრაცია დაიწყო. კინმა გაიგო ეს და ტელეფონის ძებნა დაიწყო, რომ გაერკვია ვისი ტელეფონი იყო. ასეთი იყო კინი.”

”გასულ სეზონში, ”სელტიკთან” თამაშის დროს, იგი თამაშის ექსპერტი იყო და სტადიონის გაზონზე შევნიშნე, რის გამოც სახეზე ხელი ავიფარე. ის დღემდე მაშინებს.”

”მაშინ 26 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც შემეშინდა.” – განაცხადა პიკემ.

მსგავსი სიახლეები