პიკე პოლიციელებს ეჩხუბა
ესპანეთის ეროვნული გუნდისა და “ბარსელონას” მცველ ჟერარ პიკეს კვირას ღამით, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი შემთხვევის გამო პასუხისგება მოუწევს.
Vanguardia-ს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა პოლიციელებთან იჩხუბა. წყაროს თანახმად, “ბარსელონას” მცველის ძმამ მარკ პიკემ პარკირების წესი დაარღვია, რის გამოც პოლიციამ იგი დააჯარმა. მას ფეხბურთელიც თან ახლდა, რომელიც ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელებს უპატივცემულოდ მოექცა. წყაროს თანახმად, პიკე იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ცნობილი პიროვნებაა და ჯარიმის გადახდას ვერავინ აიძულებდა, პოლიციის თანამშრომლებს გათავისუფლებით დაემუქრა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. პიკეს ძმა ჯარიმის გადახდა აპირებდა, თუმცა ფეხბურთელმა მას ფული ხელიდან გამოგლიჯა, კუპიურები გადახია და პოლიცელებს ფეხებთან დაუყარა.
მოგვიანებით ჟერარ პიკემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“ამ საქმეში ბევრი რამ გაზვიადებულია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არასწორად მოვიქეცი. მაპატიეთ. ასეთი რამ აღარ განმეორდება”.