პიკე: “პსჟ”-ს უკეთესი ჰანდიკაპი ჰქონდა, მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა”
კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, “ოლდ ტრაფორდზე” თავისი ყოფილი კლუბის დამარცხების (0-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბლაუგრანა” ყურადრების მოდუნებას არ აპირებს.
“პარი სენ-ჟერმენის” თამაშის ნახვის შემდეგ ძალიან რთულია, შედეგს ენდო. თანაც, “პსჟ” პარიზში უფრო კომფორტული უპირატესობით ჩავიდა და ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. დიდ კლუბებს შეუძლიათ ასეთი რამის გაკეთება.
ამდენი წლის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება მართლაც რომ განსაკუთრებული რამ იყო. დაცვის კუთხით სეზონის საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით, თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ,” – აცხადებს პიკე.