პიკე: “რამდენჯერ მქონდა სექსი ამ თვეში? “ბერნაბეუ” ითვლება?”
კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, La Resistencia-ს ეთერში საუბრისას რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.
“ესპანიოლთან” მატჩი? მათ ძალიან კრეატიული ფანები ჰყავთ და სიმღერებსაც თხზავენ ხოლმე – პიკე, ნაბიჭვარო, შაკრიას კუდი აქვს, შენი ვაჟი ვაკასოსგანაა. ასეთ რაღაცებს გაიძახიან.
სიმართლე გითხრათ წელს გაცილებით უფორ მეტი გამოვიმუშავე, მეტი ვიდრე “ესპანიოლის” ბიუჯეტია. 57 მილიონი? არა, გაცილებით მეტი.
“ბარსელონას” ფეხბურთელებს Whatsapp-ის ჯგუფი გვაქვს. ზოგჯერ იქ მადრიდელ ჟურნალისტებს, მაგალითად ტომას რონსეროს, ვამატებთ. მათ ღორის სიცილაკებს ვუგზავნით და შემდეგ ჯგუფიდან ვაგდებთ. ნეიმარი ამ ჯგუფში აღარ არის, მან თავად დატოვა ჩათი.
რამდენჯერ მქონდა სექსი ამ თვეში? “ბერნაბეუ” ითვლება?” – ასე დაასრულა სახალისო ინტერვიუ “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა.