პიკე „რეალზე“ ოცნებობს
„ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ აღიარა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ თამაშზე ოცნებობს.
„ფინალში „რეალთან“ თამაშს ვისურვებდი, რადგან ეს დიდი დაპირისპირება იქნებოდა. მე იმ ფეხბურთელთა შორის ვარ, რომლებიც ამაზე ოცნებობენ.
წინ დიდებულ გუნდთან მძიმე ფინალი გველის, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრება. „იუვე“ იტალიური გუნდია, თუმცა ის დაცვიდან არ მოქმედებს, რაც „ბერნაბეუზე“ დამტკიცდა.
ტურინელებმა გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მიღება დაიმსახურეს. ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ჩვენ იმას გავაგრძელებთ, რასაც წინა ოთხ თვეში ვაკეთებდით. არ დაგავიწყდეთ, ჩვენმა მეტოქემ ასპარეზობას „ბორუსია“ და „რეალი“ გამოთიშა“, – განაცხადა პიკემ.