პიკე: “როცა ნეიმარზე ვთქვი, “ის რჩება”-მეთქი, ვიცოდი, რომ მიდიოდა”
რამდენიმე კვირის წინ ხერარდ პიკემ ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თავზე ეწერა: “ის რჩება”. იმ პოსტის დადებიდან მცირე ხანში ბრაზილიელმა “ბარსა” დატოვა.
აღნიშნულ ფოტოზე ესპანელმა მცველმა დღეს კომენტარი გააკეთა.
“არ ვფიქრობ, რომ მოტყუებული ვარ. ახლა ყველაფერი დასრულდა და ავხსნი, რატომ დავწერე ნეიმარზე, “ის მიდის”-მეთქი. რეალურად, ჩემს ყოფილ გუნდელს “ბარსას” დატოვების იდეა მესის ქორწილშიც კი ჰქონდა. ამის შესახებ მეც მითხრა. ხოლო, როცა აღნიშნული რამ დავპოსტე, 100%-ით ვიცოდი, რომ “ნეი” მიდიოდა. უბრალოდ, ეს ჩემი ბოლო დარტყმა იყო, რომ რამეს მიმეღწია. ამაზე ნეიმარი გაბრაზდა.”
“დარწმუნებული ვარ, მას წავსლის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. მან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო,” – აცხადებს პიკე.