პიკე: “სერხიო რამოსი უნდა გაეძევებინათ”
“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ კომენტარი გააკეთა წუხანდელ “ელ კლასიკოში” მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლიონელ მესის სახეში ხელი ჩაარტყა.
“ვიდეოგამეორებებისას დაინახავდით, რომ მესის მიმართ აგრესიას იჩენდნენ. ამის გამო არაერთხელ დავიჩივლეთ.
როდესაც “რეალის” ფეხბურთელები ჩიოდნენ, მსაჯები მუდამ მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასეთი რამ უკვე ათასჯერ მოხდა.
აღნიშნული ეპიზოდის ეპიცენტრიდან 50 მეტრის მოშორებით ვიდექი და მომხდარი ვერ დავინახე. აი, “რეალის” ფეხბურთელებს კი 25 მეტრის მოშორებითაც კი ესმით, როდესაც მათ თანაგუნდელს ფეხებში ურტყამენ.
სერხიო რამოსი უნდა გაეძევებინათ. ვიდეოთანაშემწეთა ოთახში ჩემი მეგობარი მატეუ ლაოსიც იყო, რომელმაც ეს ვერ შენიშნა. ნაჩვენები ჟესტის გამო არ ვნანობ. ვიფიქრე, რომ ამისთვის შესაბამისი დრო იყო”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს “მარკა”.