პიკე: “თუ ფეხბურთის ფედერაციას სურს, მაშინ მზად ვარ, ნაკრები დავტოვო”
“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე “ლას პალმასთან” მატჩის დასრულების შემდეგ კატალონიაში მიმდინარე ამბებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მისი სახით პრობლემას ხედავენ, მზადაა მან ნაკრები დატოვოს.
როგორც იცით, 1 ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. ბევრ კატალონიელს სურს, რომ ისინი ესპანეთს გამოეყონ და ცალკე სახელმწიფოდ იარსებონ. უნდა აღინიშნოს, რომ რეფერენდუმმა არეულობის ფონზე ჩაიარა – ერთმანეთს პოლიცია და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
“კლუბის ხელმძღვანელობას მატჩის ჩატარება არ სურდა. ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეთამაშა. მე კატალონიელი ვარ. კატალონიელი ხალხით ვამაყობ. ჩვენ ხმის მიცემის უფლება გვაქვს.
თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში რომელიმე დირექტორს სჯერა, რომ მე ეროვნული ნაკრებისათვის პრობლემას წარმოვადგენ, მაშინ მზად ვარ, უკან დავიხიო და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არ ვითამაშო”, – განაცხადა პიკემ “ლას პალმასთან” გამართული მატჩის დასრულების შემდეგ.
Seeing Gerard Pique like this hurts all of us. Let's hope that all the problems end as soon as possible.pic.twitter.com/e8idVW7LxO
— FC Barcelona (@BarcaUniversal) October 1, 2017