პიკე: “ვფიქრობ, მესი “სელტასთან” ითამაშებს”
“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ესპანელი უკანახაზელი იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერი უახლოეს ტურში “სელტასთან” გასამართ შეხვედრაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
“ოპტიმისტი ვარ. მესის ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ ის მოედანზე გასვლას შეძლებს. მან იცის, რომ გუნდს ძალიან სჭირდება” – განაცხადა პიკემ.