პიკო რასიზმზე საუბრისას: “კალიარის” მწვრთნელი მაიმუნს მეძახდა”

თარიღი: ივნისი 19, 2020

“დალასის” 29 წლის თავდამსხმელმა, ფაფა პიკომ, პრესასთან რასიზმის თემაზე საუბრისას იტალიაში ყოფნის დროს მომხდარი გაიხსენა. პიკოს თქმით, კარიერის მანძილზე რასიზმის არაერთ გამოვლინებასთან ჰქონია შეხება.

“რასიზმის გამოვლინება სხვადასხვა ფორმაში ხდება. ძალიან ბევრი მსგავსი წინაღობის გადალახვა მომიწია როგორც გასახდელში ყოფნისას, ასევე სტადიონზე გასვლის დროს.

16 წლის ვიყავი, როდესაც იტალიაში გადავედი. პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი და რეზერვებში ვთამაშობდი. რეზერვების მწვრთნელი, ალბათ, ყველაზე ცუდი ადამიანი იყო, ვინც კი შემხვედრია.

ყოველდღიურად მიწევდა მისგან რასისტული სახელების მოსმენა. მაიმუნს მეძახდა და მეუბნებოდა, რომ აფრიკულ ჯუნგლებში დავბრუნებულიყავი, სადაც ტექნიკური ფეხბურთელები არ იყვნენ. მისი თქმით, ჩემი ერთადერთი შესაძლებლობა სირბილი იყო.

გასახდელში, ჩემ კაბინასთან მაიმუნის სტიკერები მხვდებოდა. რამდენჯერმე ხელჩართულ ჩხუბშიც მომიწია ჩართვა ამის გამო,” – აცხადებს პიკო.

მსგავსი სიახლეები