პიონტეკი ინგლისის პრემიერ ლიგაში?

თარიღი: იანვარი 8, 2020

იტალიურ და ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ასტონ ვილას” “მილანის” თავდამსხმელის, კშიშტოფ პიონტეკის შეძენა სურს. ბირმინგემული კლუბი მზადაა პოლონელ ფეხბურთელში 25.5 მილიონი ფუნტი (30 მილიონი ევრო) გადაიხადოს.

“როსონერიმ” პიონტეკი 2019 წლის იანვარში 35 მილიონ ევროდ “ჯენოადან” შეიძინა. იტალიური პრესის ცნობით, მილანური კლუბი ფეხბურთელს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ შემოთავაზებული თანხა, მის მიერ ერთი წლის წინ გადახდილ თანხასთან ახლოს იქნება.

24 წლის შემტევმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები