პირლო: “2006-ში კაპელო “რეალში” მიწვევდა”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თავის დროზე მადრიდის “რეალში” გადასვლასთან იყო ახლოს.
“რეალში გადასვლასთან ახლოს 2006 წელს ვიყავი, როცა მადრიდულ გუნდში ფაბიო კაპელო მიწვევდა. “მილანს” მაშინ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მოგვარდა და კონტრაქტი გავახანგრძლივე” – განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში 13 მაისს შეხვდებიან.