პირლო: “იუვენტუსი” და რონალდუ “აიაქსს” ფიზიკურად გაანადგურებენ”
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეა პირლომ, “იუვენტუსსა” და რონალდუზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ბებერ ქალბატონს” “აიაქსის” ბარიერის დაძლევა შეუძლია.
“იუვენტუსმა” ბოლო წლებია, რაც მიდგომა შეცვალა და ახლა მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სწორედ ამისთვის დაიმატეს რონალდუც – გეგმა ჯერჯერობით ბრწყინვალედ მიდის.
რონალდუმ 33 წლის ასაკში გადაწყვიტე ცვლილება შეეტანა კარიერაში, ეს კი ნიშნავს, რომ მას ყველაფერი გააზრებული აქვს და დიდი მოტივაციაც გააჩნია.
ყოველ წარმატებულ სეზონს აქვს საკვანძო მატჩი, უნაკლო თამაში, რომელიც ყველაფერს ცვლის.
მართალია, “აიაქსმა” “რეალი” დაამარცხა, თუმცა უნდა ითქვას, რომ “რეალი” ასეთი არეული არასოდეს ყოფილა. “იუვენტუსთან” მსგავსი რამ არ მოხდება. “იუვე” და რონალდუ “აიაქსს” ფიზიკურად გაანადგურებენ, მათ ეს შეუძლიათ,” – აცხადებს პირლო.