პირლო: „მჯერა, რომ ბალოტელი ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი იქნება“
„ნიუ-იორკ სიტის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.
„გეტყვით, რომ მარიო ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც შეგიძლიათ შეხვდეთ. იტალიის ნაკრების ვარჯიშზე მასთან საუბრის დაწყებამდეც მხიარულად ვარ. როდესაც მარიო ახლოსაა, ვერ მოიწყენთ.
როდესაც ის გაცილებით უმცროსი იყო, ბევრს შეცდომას უშვებდა, რის შესახებაც თავადაც იცის. იმედია, ახალ სეზონში ყველაფერი მისთვის კარგად აეწყობა, რადგან ჯერ კდიევ მჯერა, რომ ბალოტელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდება“, – პირლოს ეს სიტყვები „Shortlist“-ზე დაყრდნობით „Football Italia“-ს მოჰყავს.
ინგლისის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონში ბალომ 16 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.