პირლო: “მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა გვსურს”
იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება 2006 წელს მოახერხა, როდესაც ტურნირის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.
“ჩვენ ოპტიმისტები ვართ. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდეთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი.